LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ბორჯომში, ახალი უბნის ყველა მაღაზიაში პური უფასოა: ამავე უბანში მცხოვრებმა კაცმა მოქალაქეებისთვის პურის საფასური წინასწარ გადაიხადა

109
BeFunky-collage (4)

დღეს, 5 ნოემბერს, ბორჯომში, ახალი უბნის ყველა მაღაზიაში პური უფასოა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე უბნის მცხოვრებმა ზაურ ბალახაძემ მოქალაქეებისთვის პურის საფასური წინასწარ გადაიხადა.

ზაურ ბალახაძეს უფასო პურის აქცია აქამდეც ჰქონდა დაწესებული, თუმცა, ამჯერად, ქველმოქმედების მიზეზი, საკუთარი დაბადების დღეა.

“უკვე მესამედ ვაკეთებ ამ აქციას. უფასო პურის აქცია მაღაზიებში თავდაპირველად იყო პანდემიის დროს, მეორედ სავარაუდოდ შობის დღესასწაულისთვის გავაკეთე და ეს არის მესამედ, რადგან დღეს ჩემი დაბადების დღეა” – განაცხადა ტელეკომპანია “ბორჯომთან” საუბრისას ზაურ ბალახაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები