რიანას კარიერაში სიახლეებია, სინგლის გამოსვლის შემდეგ, ბარბადოსელი ლამაზმანი საკუთარი ბრენდის, Savage X Fenty-ის ჩვენების გამართავს გეგმავს, რომელიც 9 ნოემბერს, Amazon Prime-ზეა დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ ყველასათვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, რირის ბრენდის შოუში ჯონი დეპი გამოჩნდება. ჯერჯერობით უცნობია, რა როლს მოირგებს დეპი ჩვენებაში. აღნიშნულ ინფორმაციას უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ვფიქრობ, რიანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“, „სად არის მისი ქალური სოლიდარობა?“, „ჯონი დეპი საცვლებში მოგვევლინება?“, – წერენ კომენტარებში.
რიანა და მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი Savage x Fenty-ის პიკანტურ ფოტოსესიაში
გამარჯვების შემდეგ, „დიორმა“ ჯონი დეპს კონტრაქტი გაუგრძელა, ჰონორარი კოლოსალურია