LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან

44
რუსები

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციის თანახმად, დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, „ბარიერის ჯარების“ ან „ბლოკირების შენაერთების“ განლაგება დაიწყეს.

„ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედვედევი: თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა

განახლებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ დეზერტირების წინააღმდეგ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე.

ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, დეზერტირების სროლის ტაქტიკა, სავარაუდოდ, რუსული ძალების დაბალ ხარისხს, ზნეობასა და უდისციპლინობას ადასტურებს.

„რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის 6 დასახლებაში მოვიგერიეთ“ – რა ვითარებაა უკრაინაში ომის 254-ე დღეს

ცნობისთვის, 2 დღის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა Telegram არხზე განაცხადა, რომ თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა.

მედვედევის განცხადებით: „შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება.“

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: არ დავუშვებთ, რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ტაქტიკის გამო, ზამთრის თვეებში, უამრავი ადამიანი შიმშილით ან სიცივით დაიღუპოს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები