LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი Twitter-დან თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს

85
elon musk (1)

ილონ მასკი Twitter-ში დაახლოებით 3700 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, ხარჯების შემცირების მიზნით. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Bloomberg-ის ცნობით კი, Twitter-ის ახალი მფლობელი აპირებს, შეცვალოს სოციალური მედიის კომპანიის არსებული სამუშაო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან მუშაობას გულისხმობს და მოსთხოვს თანამშრომლებს ოფისიდან მუშაობა, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით.

აღსანიშნავია, რომ მასკმა ტვიტერში უარყო New York Times-ის ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის გეგმავდა თანამშრომლების გათავისუფლებას 1-ელ ნოემბრამდე.

თუმცა, Reuters-ის წყაროების ცნობით, მასკი გეგმავს Twitter-ის მუშახელის მეოთხედის შემცირებას და ეს გათავისუფლების სერიის პირველი რაუნდი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები