LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ის მსოფლიოში უდიდესი ქარხნის ტერიტორია ჩაკეტილია – იმოქმედებს თუ არა კოვიდ შეზღუდვები ტელეფონების წარმოებაზე

77
iphone 14

ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაკეტა უბანი ქალაქ ჟენჯოუში, სადაც მსოფლიოში iPhone-ის ყველაზე დიდი ქარხანა მდებარეობს. ამის მიზეზი ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებია. ტერიტორია ოთხშაბათს ჩაიკეტა და შეზღუდვები შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ახალი iPhone 14-ის წარმოებაზე, რადგან ახალი მოდელები ქალაქ ფოქსკონის ქარხანაში მზადდება.

მოსახლეობა და ბიზნესის წარმომადგენლები პრეზიდენტის პოლიტიკას Covid-თან დაკავშირებით არ ეთანხმებიან.

ჟენჯოუ არის ჰენანის პროვინციის დედაქალაქი ცენტრალურ ჩინეთში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჩაკეტვა Apple-ისთვის საკვანძო დროს მოხდა, iPhone 14-ის გამოშვებიდან მოკლე ხანში და შობის წინა პერიოდში. ფოქსკონის ქარხანა, სადაც დაახლოებით 200,000 თანამშრომელია დასაქმებული, Apple-ის ახალი ტელეფონების უმრავლესობას აწარმოებს.

WeChat სოციალური მედიის პლატფორმის ოფიციალური ცნობის თანახმად, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებიც და ოფიციალური პირები ხალხს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები