LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შური უნდა იძიონ მაყაშვილების ოჯახზე? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?: რუსუდან გოცირიძე თამარ მაყაშვილზე

437
Untitled design

ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სპექ­ტაკ­ლი­დან მოხ­სნა, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რუსუდან გოცირიძე წერს, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი სცემს“.

ანა არღანაშვილი თამარ მაყაშვილზე: სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს, არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს და ხუმრობს? არ იცით, რომ ბოროტი ქალი არ არის?

ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით ( ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!!!) უნდა ისარგებლონ და შური იძიონ მაყაშვილების ოჯახზე???? იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?????

არასოდეს არაფერზე ჰქონიათ ასეთი მყისიერი რეაქცია სახელმწიფო წარმომადგენლობას და კულტურის მესვეურებს და უცებ, გუშინდელ ამბავს დღევანდელი სასჯელი მოაყოლეს!!!

სიმუხთლეცაა და სიმუხთლეც!!!!!!

თუ ვინმე სხვანაირად ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ დღეს გამოეღვიძა ამ ქვეყანას და ხალხის ხმას დაუგდო ყური, მეც დამანახეთ აბა???? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?“,- წერს რუსუდან გოცირიძე.

ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით ( ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!!!) უნდა ისარგებლონ და შური…

Posted by Rusudan Gotsiridze on სამშაბათი, 01 ნოემბერი, 2022


ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ: 

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

ნატო დუმბაძე თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან…“

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები