LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში, 60 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სისტემატურად ძალადობა – მოძალადე დაკავებულია და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

112
ძალადობა

მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა – შემთხვევის შესახებ საზოგადოებამ სამი დღის წინ შეიტყო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 60 წლამდე მამაკაცი 30 წლამდე ქალზე სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებას სისტემატურად ახორციელებდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138 მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

დაკავებულს 15-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.