მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი „ჰელოუინის“ 2022 წლის ნამდვილი მეფე-დედოფალია. წყვილმა უკვე არაერთი შთამბეჭდავი იმიჯი მოირგო, თუმცა მათი ბოლო ეპატაჟური გამოჩენა კრიტიკის სამიზნე გახდა.
საქმე ისაა, რომ მეგანი და კოლსონი კოსტიუმებით რელიგიურ თემებს შეეხნენ და კრიტიკაც დაიმსახურეს. მეგანმა სექსუალური მონაზვნის კოსტიუმი ჩაიცვა, კოლსონმა კი მამაოს ანაფორა მოირგო. მოგვიანებით ფოქსმა ფოტოების და ვიდეოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„ეს არის თავაშვებულობა“, „ზედმეტი მოუვიდათ“, „სულაც არ არის სახალისო“, – წერენ კომენტარებში
„პამელაზე უკეთესი“ – მეგან ფოქსისა და მისი საქმროს მორიგი ეპატაჟური გამოჩენა
„მომკალი ან დამაფეხმძიმე“- მეგან ფოქსი საქმროსთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს