LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მივდიოდი იმ გზაზე, რასაც ნაყოფის მოშორება ჰქვია… 23 წლის ვიყავი და ვერასოდეს ვაპატიებ ამას ჩემს თავს” – ნანა ბუთხუზი

320
BeFunky-collage - 2022-10-31T231511.314

მივდიოდი იმ გზაზე, რასაც ნაყოფის მოშორება ჰქვია… 23 წლის ვიყავი და ვერასოდეს ვაპატიებ ამას ჩემს თავს, – აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ნანა ბუთხუზმა გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ხსენებული საქციელით ისევ საკუთარ თავს დაუშავა და ამის უფლება არ ჰქონდა.

“ჩემს ცხოვრებაში სისუსტე გამოვამჟღავნე, რომელსაც დღემდე ვერ ვპატიობ და ვერც ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი. იმ გზაზე რომ მივდიოდი, რასაც ნაყოფის მოშორება ჰქვია. შეიძლება ეს ვიღაცისთვის სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის საშინელება იყო. კლინიკამდე სანამ მივიდოდი, ვფიქრობდი: რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. 23 წლის ვიყავი, მოვკალი მთავარი, სიცოცხლე. მე ამის უფლება არ მქონდა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. სულ ვიმართლებდი, თავს, რომ ერთი ადამიანი მაინც, რომ ყოფილიყო, რომელიც მეტყოდა: არ გინდა, არ გააკეთო, მე ამას არ ვიზამდი. ჩემს ნახევარს ამის გაკეთება არ უნდოდა. ამით ჩემივე თავი მოვკალი”, – საუბრობს ნანა ბუთხუზი.

ამავე თემაზე:

ნანა ბუთხუზი: “ქოციც” და “ნაციც”, ორივე, ბედკრული საქართველოს შვილია და ორივე მე ვარ!”

ნანა ბუთხუზი: „ამ კაცის თავისუფლება რომ მოითხოვო, აქციები იშლება თურმე, არა?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები