LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ტრავლოტას ემოციური პოსტი, რომელიც მსახიობმა გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

66

ჯონ ტრავოლტამ თავის ფეისბუქის გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 2 იანვარს ზუსტად 7 წელი შესრულდა, რაც ცნობილი მსახიობის უფროსი ვაჟიშვილი გარდაიცვალა. ჯეტა ტრავოლტა 16 წლის ასაკში, ეპილეფსიის შეტევის შედეგად დაიღუპა, რომელიც კავასაკის სინდრომმა გამოიწვია.

„ამბობენ, რომ ყველაზე რთული მშობლების დაკარგვაა. მე ვიტყოდი, რომ ეს ასე არ არის, ყველაზე რთული შვილის დაკარგვაა, რომელიც გაზარდე, ზრუნავდი და ყოველდღე სიყვარულს ჩუქნიდი. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერი იყო. 16 წლის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით, მან ბევრი რამე მასწავლა. ცხოვლება ხანმოკლეა. ბავშვებო, გაატარეთ მეტი დრო მშობლებთან. მშობლებო, გაატარეთ მეტი დრო შვილებთან, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც თქვენი ტელეფონიდან ამოიხედავთ, ისინი შეიძლება თქვენს გვერდით აღარ იყვნენ. ის, რაც მე ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ ვიცხოვრო სიყვარულში ისე, თითქოს ეს ჩემი ბოლო დღეა“.

travolta-130115-2

ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ტრავოლტა აქტიურად დაკავდა ქველმოქმედებით, დააარსა ჯეტა ტრავოლტას სახელობის ფონდი – „Jett Travolta Foundation“. 2010 წლის ივნისში მსახიობმა და მისმა მეუღლემ, კელი პრესტონმა 10 ათასი დოლარი ნელსონ მანდელას საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხეს, ბოლო წლებში კი ისინი აქტიურად უჭერენ მხარს 15-ზე მეტ ორგანიზაციას, რომლებიც ბავშვებსა და ცხოველებზე ზრუნავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები