ფილოლოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი “იმედის დღის” ეთერში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს ბავშვს აკლია არის მზრუნველი და მეგობარი ადამიანი.
“ბავშვს არა გაჯეტები და გართობა, არამედ მზრუნველი, მეგობარი ადამიანი აკლია. დედას და მამას არ სცალია, ბავშვს ყველა ზემოდან დაჰყურებს. მან ჩვენთან თავშესაფარი ვერ მონახა და გაიპარა. გაჯეტებში არც არავინ ეჩხუბება და არც ორიანებს უწერენ. ბავშვს გაჯეტი კი არ აკლია, არამედ მშობლების თანასწორობა რომ ვერ ნახა, სხვაგან იპოვა გამოსავალი”, – საუბრობს შალვა ამონაშვილი.
ამავე თემაზე:
შალვა ამონაშვილი: „თუ ბავშვს ვეტყვით, ახლავე წადი დასაძინებლადო, ამ დროს სული ფორიაქდება…“