LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე: მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, შეიარაღებულ თავდასხმას არ ვაპირებთ – გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, უზრდელები

40
ლევან მურუსიძე

„ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან“, – განცხადება ამის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანია, გამოავლინოს არაკომპეტენტური და უზრდელი სექტორის წარმომადგენლები , რომლებიც, როგორც ეს მურუსიძემ აღნიშნა, ხშირად მოსამართლეების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.

ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: „ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება“

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.

„დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ისაა, რომ გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს.“ – განუცხადა „პირველი არხს“ ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.

ამავე თემაზე:

დიმიტრი გვრიტიშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი

კოალიცია მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე: იუსტიციის საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება არაფორმალური გავლენა

„საგანგაშო სიგნალია“, „ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – როგორ აფასებს ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევას

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს