LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ფიზიკის შესწავლისთვის“ – ქართველი მეცნიერი გია დვალი სინერგიის გრანტის გამარჯვებული გახდა

146
გია დვალი

ქართველ მეცნიერს, გია დვალს ახალი ფიზიკის შესწავლისთვის პრესტიჟული ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) სინერგიის გრანტი გადასცეს.

გია დვალს და მის სამ კოლეგას აღნიშნული გრანტი „კვანტური ფიზიკის და ფარდობითობის თეორიის ინტერფეისის პროექტისთვის“ მიენიჭა.

როგორც მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფიზიკოსი გია დვალი ნაწილაკების კვლევის ერთ-ერთ გამორჩეულ საერთაშორისო ექსპერტად მიჩნევა და მან გრავიტაციის შესახებ საკუთარი თეორიებით დიდი აღიარება მოიპოვა.

„სინერგიის გრანტი აფინანსებს გუნდებს, რომლებიც 2-4 მკვლევრისგან შედგება. ჯილდო მოიცავს თითქმის 9 მილიონი ევროს დაფინანსებას ექვსი წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, სინერგიის გრანტის მთავარი მიზანი ამბიციური კვლევითი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებაა.

სინერგიის გრანტის მიღება შეუძლია ნებისმიერი ეროვნების მეცნიერს, რომელიც ევროკავშირის ან ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში მოღვაწეობს.

რაც შეეხება თავად გია დვალის პროექტს – GRAVITES არის დვალისა და ფილიპ უოლტერის, პიოტრ კრუსიელის და ნერგის მავალვალას ერთობლივი პროექტი, რომელიც აკვირდება, როგორ მოქმედებს გრავიტაცია ე.წ. კვანტურად გადაჯაჭვული ნაწილაკების მდგომარეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები