კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსი კულება აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ოლქზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს.
საჰაერო თავდასხმას ხანძარი მოჰყვა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა მისი ლიკვიდირება მოახერხეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.