LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი იშვიათი დაავადების გამო უმიზეზოდ ტირის და იცინის

118
1_OWR_LECH_201022_BB_02

ბრიტანული ქალაქის რანკორნის მკვიდრი უკონტროლო სიცილის შემოტევებით იტანჯება. გამოცემა Irish Mirror-ის ინფორმაციით, მიზეზი იშვიათი დაავადებაა.

35 წლის ბეკა ბენქსს ბავშვობაში ეპილეფსია აწუხებდა. ექიმებმა დიაგნოზი მაშინ დაუსვეს, როცა 7 წლის იყო, თუმცა 16 წლის ასაკში ის გამოჯანმრთელდა. შემდგომი 3 წლის განმავლობაში ბრიტანელს უკონტროლო სიცილისა და ტირილის შეტევები ჰქონდა. ამის გამო ქალი უხერხულ სიტუაციებში ხვდებოდა, რადგან ხალხს მისი ქცევები არ ესმოდა. იყო ბევრი შემთხვევა, როცა მის შეტევას აგრესიული რეაქციაც მოჰყოლია.

ბენქს დეპრესიისა და შფოთვის დიაგნოზი დაუსვეს და წამლებიც გამოუწერეს. თუმცა, ქალი მალევე მიხვდა, რომ ეს დიაგნოზი მთლად სწორი არ იყო და არც წამლებს ჰქონდა ეფექტი. მოგვიანებით მან სხვა ექიმებსაც მიმართა და დაადგინა, რომ ეპილეფსიის იშვიათი ფორმა აწუხებდა. ეს დაავადება იმით ხასიათდება, რომ პაციენტი უკონტროლო სიცილს, კისკისს იწყებს, ანდაც უბრალოდ უმიზეზოდ ტირის.

ამჟამად ბრიტანელი საავადმყოფოში იმყოფება და დამატებით კვლევებს გადის, რათა დარწმუნდეს სჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა, თუ მედიკამენტოზური მკურნალობით უნდა შემოიფარგლოს.

ეპილეფსიის ასეთი ფორმა 200 ათასიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება. შეტევის დროს პაციენტი გონებას არ კარგავს და უკონტროლო ემოციების გამოხატვას იწყებს, რადგან ტვინის ის ნაწილია დაზიანებული, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. სტატისტიკის მიხედვით ეს დაავადება უფრო ხშირად ბავშვებს უდგინდებათ ხოლმე.ეპილეფ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები