LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების რეჟიმი შემოიღო

57
news-category-chisinau-iluminatul-stradal-va-fi-conectat-cu-o-ora-mai-tarziu-si-deconectat-mai-devreme

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მკაცრი რეჟიმი შემოიღო.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიის განკარგულებით, მოქალაქეებს ურჩევენ, დილის საათებში არ ისარგებლონ ლიფტით, შენობებში ტემპერატურა შეამცირონ, შეიზღუდოს ესკალატორების მუშაობა და შემცირდეს სახლების განათება.

მოლდოვის ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის რისკის გამო, არ გამოიყენონ ლიფტები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე , კომისიის განკარგულებითვე, შენობებში სამუშაო საათებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უნდა შემცირდეს, ხოლო არასამუშაო საათებში 15 გრადუსამდე.

ასევე, მოლდოვას მცხოვრებლებს ურჩევენ 30% – ით შეამცირონ განათება შენობების შიგნით, გამორთონ შადრევნები, ვიტრინები, დეკორატიული განათება, რეკლამა და გამორთონ ესკალატორები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე.

იმ საწარმოებს, რომლებიც ელექტრო ღუმელებს იყენებენ, ურჩევენ, მათი გამოყენება პიკის საათში შეზღუდონ.

ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას.

ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტო აქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი.

მოლდოვა ელექტროენერგიის დეფიციტს 24 ოქტომბრიდან განიცდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები