დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად რიში სუნაკი ოფიციალურად დაინიშნა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუნაკი მეფე ჩარლზ მესამეს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა.
მოგვიანებით, რიში სუნაკი საზოგადოებას მიმართავს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.
სუნაკთან ერთად კი პრემიერობისთვის პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი სუნაკს დაუჭირა.