დენიელ რედკლიფი შავ კომედიაში გამოჩნდება, სადაც საკმაოდ უცნაური და სპეციფიური როლის შესრულება მოუწევს – „პოტერიანას“ ვარსკვლავი ფილმში გვამს განასახიერებს.
სცენარის მიხედვით, პოლ დანოს პერსონაჟი ტყეში გარდაცვლილ მამაკაცს (რედკლიფს) იპოვის, რომელთანაც ის „დამეგობრდება“ და ორივე სიურეალისტურ მოგზაურობას “შეუდგება”.
„არაჩვეულებრივი სცენარია, უჩვეულო და განსაკუთრებული. როდესაც მეორე გვერდის კითხვა დავიწყე, იქ გავიგე, რომ ფილმში მეც ვმონაწილეობდი. ჩემი პერსონაჟი მაყურებელს აიძულებს თავის არაკომფორტულად იგრძნოს“ – განაცხადა რედკლიფმა.