LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა კახურაშვილი: „მე არ შემიძლია, ამ წამს ვწერო სტატიები, იმიტომ, რომ ტვინის სიმსივნე მაქვს, მაგრამ შემიძლია პოსტები დავწერო და ამით დავცინო სიკვდილს…“

357
ირმა კახურაშვილი მთავარზე

ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი ტვინის სიმსივნეს ებრძვის. როგორც თავად აღნიშნავს „შუადღესთან“ საუბრისას, მას სტატიების წერა აღარ შეუძლია…

 

ბრძოლა ტვინის სიმსივნესთან – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი

✅? “ მე არ შემიძლია ამ წამს ვწერო სტატიები, იმიტომ რომ ტვინის სიმსივნე მაქვს, მაგრამ შემიძლია პოსტები დავწერო და ამით დავცინო სიკვდილს. შევხვდე ამ დიაგნოზს იუმორით…” – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი

Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2022

 

ირმა კახურაშვილი: 

„მე არ შემიძლია ამ წამს ვწერო სტატიები, იმიტომ, რომ ტვინის სიმსივნე მაქვს და ფიზიკურ პრობლემებს მიქმნის. ჟურნალისტი ვარ და იმის მესამედს ვმუშობ, რასაც ადრე ვმუშაობდი. შემიძლია პატარა პოსტები ვწერო ფეისბუქზე და დავცინო სიკვდილს, რომელიც ასე მივლის გვერდს, ხან აქედან, ხან იქიდან, ხან შეტევების სახით, ხან მოულოდნელად ეპილეფსიის სახით. აუცილებლად გადავკარგავ ძალიან შორს. მე ვარ ფეისბუქის და მეგობრების წარმატებული პროექტი, რომლებმაც დროულად მიშველეს. უცბად ჩემმა მეგობარმა, რომელმაც გაიგო, რომ ეს დაავადება დამემართა, გადაწყვიტა, ეშველა. დაჯდა და მოიფიქრა, გამოეცხო ფეისბუქ-პოსტი, რომ კახურა არის ავად. ეს დაწერა აკურატულად. იცოდა, რომ არ მქონდა თანხა. დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში არის დროული ჩარევა და უზარმაზარი თანხა. მე რომ გამეყიდა ჩემი სახლი, ეს თანხა მაინც არ მეყოფობა. ჩემი მეგობრები დატრიალდნენ, ჩემი პატარა ოჯახიც, ძალიან ყოჩაღები აღმოჩნდნენ. სანამ მე ლოგინში ვიწექი, შეგროვდა ძალიან დიდი თანხა. ეგრევე გამიშვეს იქ, სადაც ამას კარგად მკურნალობენ…“

„სიმსივნესთან გამკლავების პირველი რაუნდი დაიწყო და თქვენი დახმარებით, ამ ორთაბრძოლას მოვიგებ“ – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს

ირმა კახურაშვილს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები