რამდენიმე დღის წინ კიმ კარდაშიანს 42 წელი შეუსრულდა და 4 შვილის დედა არაჩვეულებრივ ფორმაშია. ოჯახის მოვლასთან, რამდენიმე ბიზნესთან და ტელე-შოუში მონაწილეობასთან ერთად, ვარსკვლავი თავის ბრენდსაც უძღვება და თუკი New York Times-ს დავუჯერებთ, მისი კომპანიის ღირებულება 1,6 მილიარდი დოლარია.
დღეს 42 წლის კარდაშიანს ყველა მიზეზი აქვს იმისთვის, რომ თავს საუკეთესოდ გრძნობდეს. და მაინც, რა არის კიმის ახალგაზრდული ენერგიისა და მომხიბვლელობის საიდუმლო?
იქიდან გამომდინარე რომ სელებრითის ცხოვრების დიდი ნაწილი საჯაროა, რამდენიმე ჯანსაღი ჩვევის გარკვევა რთული არ ყოფილა.
მცენარეული დიეტა
კიმი 2019 წლიდან მცენარეულ დიეტაზეა, ცდილობს რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული მიირთვას და ეს მის ჯანმრთელობაზე საუკეთესო ეფექტს ახდენს.
არანაირი ალკოჰოლი
ბევრ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმი ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს და ეს ინტერესი უკვე წლებია არ აქვს.
დილის ვარჯიში
ჯანსაღ რაციონთან ერთად, კიმი ყოველ დილით ადრე დგება და ვარჯიშობს. როგორც მან Vogue-ს უთხრა, მისი დილა 5:30 საათზე იწყება და ფიზიკური აქტივობას 60-90 წუთს უთმობს, თანაც რეგულარულად კვირაში 6 დღე.
ის შეცდომებსაც უშვებს
ზოგჯერ ამა თუ იმ იმიჯის მოსარგებად კიმს დიდი წონა დაუკლია, თანაც მოკლე დროში. რაც ბუნებრივია, მკაცრი დიეტის დამსახურება იყო. ასეთი სტრესი კი ორგანიზმისთვის ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში სერიოზულ გართულებებსაც იწვევს.