LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში იქნება მზად რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს

103
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში იქნება მზად რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ CTV-სთან და CBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რეფერენდუმებმა წერტილი დასვეს ამ ისტორიაში. მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიები, თუ უნდათ მოლაპარაკებების დაწყება. უნდა გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან და დატოვონ ჩვენი მიწა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორშიც 1991 წელს იყო. ამის შემდეგ, ჩვენ ვიტყვით, რა ფორმატში და ვისთან ვართ მზად, რომ ვილაპარაკოთ. ეს სამართლიანია.

დაბრუნდება თუ არა ურთიერთობები, რომლებიც ამ ომამდე იყო? დარწმუნებული ვარ, რომ არა. მათ ბევრი ადამიანი და სიცოცხლე შეიწირეს. საზოგადოება მათ ამას არ აპატიებს, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები, ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ, დამოკიდებულია, რა ფასად დავაბრუნებთ. ჩვენ არ უნდა ვუკარნახოთ საზოგადოებას, როგორ მოექცნენ სახელმწიფოს, რომელსაც გუშინ დედამიწიდან შენი წაშლა სურდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.