LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა

97
33344.png

პოლონური მედიის ცნობით, პოზნანის მახლობლად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

„ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები