თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.