Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თავდაცვის მინისტრი: ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე

77
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უწყება ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე მუშაობს.

თავდაცვის ძალების განვითარებაზე მინისტრმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და უწყება მის მოდერნიზაციაზე მუშაობს.

„ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს პროცესი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია.

„უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან.

ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, თავდაცვით შესაძლებლობებს განვითარდება და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში:

„უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები – ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები,“ – განაცხადა მინისტრმა.

ბურჭულაძემ თავდაცვის ბიუჯეტზეც ისაუბრა და სამხედროების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროცესი განგრძობითია.

„თუ არ გვეყოლება მომზადებული ჯარისკაცი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დაცვას. სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასი კიდევ 20%-ით გაეზრდებათ და ეს პროცესი იქნება განგრძობითი, რომ ჰქონდეთ შეგრძნება ხელისუფლება მათზე ზრუნავს.“– განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე: თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი