Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ნიშა, რაც შეიძლება მწვანე ტურიზმის მიმართულებით დავიკავოთ, შეიძლება, რაღაც ნაწილში წაგვართვან” – რა საფრთხეს ქმნის რუსი მიგრანტების ეკო ტურები საქართველოში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიშა, რაც შეიძლება მწვანე ტურიზმის მიმართულებით დავიკავოთ, შეიძლება, რაღაც ნაწილში წაგვართვან” – რა საფრთხეს ქმნის რუსი მიგრანტების ეკო ტურები საქართველოში

71
ტურისტები

“საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების ნაწილი, რომელთან ტურისტული კომპანიები აქვთ, ეკო ტურებს აწყობს, აუცილებელი სტანდარტები კი დაცული არ არის.

როგორც ილია ოქრომელიძემ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში განაცხადა, აღნიშნულმა, შესაძლოა, საქართველოს მწვანე ტურიზმის მიმართულება დააზარალოს, პროცესი კი უკონტროლო გახდეს.

“აქვთ შეთავაზებები, რომ ტურისტებს ლაშქრობაში წაიყვანენ ბორჯომსა თუ სხვა ადგილებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, გარკვეული პრინციპები დაცული იყოს. თუ არ ვზრუნავთ გარემოზე, სარგებელი არ მოგვაქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე და  უბრალოდ ვიაროთ ბუნებაში, დავაბინძუროთ, დავამახინჯოთ გარემო, ეს არ არის მწვანე ტურიზმი. ცალკე საკითხია, საქართველოს ბუნებაზე, კულტურაზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე რას უყვებიან [რუსი გიდები ტურისტებს]. საბოლოოდ, ის ნიშა, რაც შეიძლება საქართველომ მწვანე ტურიზმის მიმართულებით დაიკავოს, შეიძლება, რაღაც ნაწილში წაგვართვან. ამის კონტროლი კი შეუძლებელია”,- აცხადებს ილია ოქრომელიძე.

ამასთან, “საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში მწვანე ტურიზმის განვითარებას ბიზნესი საკუთარი სახსრებით ცდილობს, თუმცა პროცესში ხელისუფლების ჩართულობა აუცილებელია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარების შესახებ მიღებული კანონი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს და აღსრულდეს.

წყარო: ბიზნეს ფორმულა