კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსი კულება აცხადებს, რომ რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე განმარტებით, მაშველები ადგილზე იმყოფებიან.
„კიევის ოლქი! სარაკეტო თავდასხმა ოლქის ერთ-ერთ თემზე. ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა კულებამ.
ალექსეი კულება განმარტავს, რომ საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ გრძელდება და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში უნდა დარჩნენ.