უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გაგვეძლო. ბიზნესს აქვს საკუთარი სტრატეგიის ქონის უფლება. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-მა განაგრძოს მუშაობა. ჩვენ ველით, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე“, – წერს პოდოლიაკი.
ელონ მასკის კომპანია SpaceX, რომლის მიერ დამზადებული Starlink-ები უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ წყაროს წარმოადგენდა, შესაძლოა, ომში მყოფ ქვეყანას აღარ მიეწოდოს.
შეწყვეტს თუ არა ელონ მასკი უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას – SpaceX მიზეზებზე საუბრობს