LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 25-ე საიუბილეო სეზონს მართავს

739
page

15 ოქტომბრიდან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, „საჩუქრი“ აიღებს სტარტს. 25-ე საიუბილეო სეზონი 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი თავის ერთგულ მაყურებელს, ხელოვანებს და კრიტიკოსებს წელსაც ტრადიციულად წარმოუდგენს უახლესი სახელოვნებო მოვლენების საინტერესო პანორამას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა. საზოგადოების წინაშე, სხვა დამფუძნებლებთან ერთად გამოვიდა ქეთი დოლიძე, რომელმაც ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა:

„მე მაინც მეგონა, რომ ფესტივალი წელს იქნებოდა განსაკუთრებულად დახუნძლული სანახაობებით, მაგრამ რატომღაც ვიღაც-ვიღაცებმა ეს არ ისურვეს. ძალიან გულდასაწყვეტია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ეს გამოსწორდება. ჩემ გვერდზე ახლა ზის ადამიანი, რომლის ამ ფესტივალზე ჩამოსვლა უდრის ათას სპექტაკლსაც კი. ის არის უდიდესი მოვლენა მსოფლიო თეატრში, თეოდორ სტერზოპოლოსი. ეს არის დიდი საჩუქარი, ამაზე დიდი საჩუქარი ჩვენ არ შეგვეძლო თბილისისა და საქართველოსთვის გაგვეკეთებინა. მივესალმები მის გუნდს, მის მსახიობებს. ის არის ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი და მე მას წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ 15, 16 ოქტომბერს გავიხარებთ, ისევე როგორც გაიხარებს მაყურებელი, რომელიც იქნება მარჯანიშვილის თეატრში.

2022 წლის ფესტივალი „საჩუქარი“ ბერძნულ სათავეებთან ბრუნდება, ევროპული თეატრის დასაბამთან და სეზონს „ბერძნული ფოკუსით“ იწყებს: რადგანაც ბუნების კანონზომიერება ხშირად გვიბიძგებს დავუბრუნდეთ საწყისს, გენეზისს, რათა მეტი გავიგოთ საკუთარი თავის შესახებ, იმ კულტურის შესახებ, რომლის შექმნაც გვჭირდება ახლა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 25-ე საიუბილეო სეზონს მართავს

,,წელს ფესტივალმა აქცენტი ბერძნულ თეატრზე გააკეთა, ამიტომ მისი გახსნაც ცნობილ რეჟისორს თეოდორ ტერზოპულოსს ჩავაბარეთ” – თამრი ბზიავა და სოფო ქორიძე ფესტივალის „საჩუქარი“ დეტალებით „არტ-FM“-ში

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ქართველ მსახიობებს, მონაწილეობა მიიღონ თეოდორ ტერზოპულოსის საერთაშორისო სახელოსნოში, სამდღიან სავარჯიშო პროგრამაში, სამსახიობო ოსტატობის ტერზოპულოსის მეთოდის შესასწავლად.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

თამრი ბზიავა და თეოდორ ტერზოპულოსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები