მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, პაციენტი ასაკისა და მიღებული ტრავმების სიმძიმისგან გამომდინარე, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.
5 წლის გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.