LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი მაკდონალდსის დრაივთან აქლემით მივიდა და ცხოველისთვის ფრი შეუკვეთა

29
Capt65465ure

ამბობენ, რომ რაც ლას ვეგასში ხდება ლას ვეგასში რჩებაო, თუმცა როგორც ჩანს, ეს დრაივს არ ეხება.

კაცმა გადაწყვიტა საკვების შესაკვეთად არა მანქანით, არამედ თავისი აქლემით წასულიყო და ცხოველის საყვარელი კერძი კარტოფილი ფრი ეყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC 7 ავრცელებს.

12 წლის აქლემი სახელად ფერგი კოლორადოს შტატიდან სასტიკი მოპყრობის გამო წამოიყვანეს და ის ამჟამად ლას-ვეგასთან ახლოს ნაკრძალში ცხოვრობს. მისი მომვლელის თქმით, ცხოველი კარტოფილზე ჭკუას კარგავს.

ავტო-კაფესთან აქლემის დანახვამ ბევრი ქვეითი გააოცა, ხალხი ჩერდებოდა და ცხოველთან ერთად ფოტოებს იღებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები