“ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაუპირისპირდა.
ცოტახნის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „კოკა-კოლა“, რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება.
„დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო”, – წერს კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქში.
რამდენიმე წუთში ამ ფაქტს, თემურ ჭყონიას ქალიშვილი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გამოეხმაურა.
„კონსტანტინე მორგოშია “ტკბილო კოტიკო” მაინტერესებს ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?“, – დაწერა სოფო ჭყონიამ ფეისბუქში.