ბრუნო მარსის რიგით მესამე ალბომი 2016 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ამის შესახებ ამერიკელი მომღერლის მამამ ისაუბრა.
„ბრუნომ უკვე ჩაწერა რამდენიმე არაჩვეულებრივი სიმღერა. ალბომი სექტემბერში ან ოქტომბერში გამოვა, რათა „გრემის“ ნომინაციებში მოხვედრა მოასწროს“, – განაცხადა მუსიკოსის მამამ.
მისივე თქმით, თავდაპირველად ლონგპლეი მარტში უნდა გამოსულიყო, თუმცა რელიზის გამოსვლას ხელი სუპერმოულზე გამოსვლამ შეუშალა.