LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The wardrobe მომხმარებელს გამჭვირვალე ჩანთებს სთავაზობს

227

ონლაინმაღაზია The wardrobe მომხმარებელს ხელნაკეთ, გამჭირვალე ჩანთებსა და ნაქსოვ, ფერად ჟაკეტებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის დამფუძნებელმა მარიამ ქურდაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში The wardrobe-ის მარკით ფერადი წინდებისა და განსხვავებული სტილის ჩანთების ხაზი გამოვა.

მისივე ინფორმაციით, ჩანთების ფასები 80 ლარიდან, ხოლო ჟაკეტების 250 ლარიდან იწყება. როგორც დამფუძნებელმა განმარტა , THE WARDROBE-ს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს ის, რომ მისი ყველა ჟაკეტი ექსკლუზიურია და არასოდეს იქმნება ორი ერთნაირი მოდელი.

„ჩვენი ონლაინმაღაზია რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და მოკლე დროში, ფასისა და ხარისხის თანხვედრით, ჩვენ მოვახერხეთ მუდმივი კლიენტების მოძიება. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე და მეტნაკლებად ეს იყო რისკიც, მოეწონებოდა თუ არა ქართველ მომხმარებელს გამჭვირვალე ჩანთები და მკვეთრი ფერის ჟაკეტები. თუმცა, შეიძლება თამამად ითქვას რომ ჩვენმა რისკმა გაამართლა“, – განაცხადა ქურდაძემ.

მაღაზია THE WARDROBE შეკვეთებს facebook-ის გვერდის საშუალებით იღებს და შეკვეთიდან 2 დღეში, მსურველს ადგილზე უფასო მიტანის სერვისითაც ემსახურება. THE WARDROBE -ის სამომავლო გეგმებში საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც შედის. ( https://goo.gl/APpPaa ). ონლაინმაღაზიას მარიამ ქურდაძესთან ერთად კიდევ ერთი დამფუძნებელი ყავს თეა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები