LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MARUSINKA SHOES მომხმარებელს ფეხსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს

647

MARUSINKA SHOES მომხმარებელს ფეხსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც დიზაინერმა მარიამ სამხარაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ფეხსაცმელის დასამზადებლად ქსოვილებსა და ტყავის შემცვლელ მასალას იყენებს, შემდეგ კი სხვადასხვა დეტალებით აფორმებს.

მისივე ინფორმაციით, MARUSINKA SHOES-ის ფეხსაცმლის შეძენა მსურველებს 70-150 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

”4 წელია რაც საკუთარ ხაზს ვხელმძღვანელობ. მყავს გუნდი, რომელიც ყველა ჩემს იდეას ახორციელბს. სამწუხაროდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე არ ვმუშაობს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, კლიენტებს კომფორტული და საინტერესო ფეხსაცმელი შევთავაზო”, – განაცხადა სამხარაძემ.

MARUSINKA SHOES-ის ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ პეკინის 5 ნომერში მდებარე  მაღაზიაში ”არჩევანი”.  პროდუქციის ნახვა კი facebook-ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

( https://www.facebook.com/Marusinka-Shoes-LooK-Collection-573554436112636/ )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები