LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ბიჭი დააკავა

104
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ბიჭი დააკავა.

შსს-ს ცნობით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

„სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები