ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში “სთორი” სასიამოვნო ისტორიას იხსენებს.
როგორც მედიკოსი საუბრობს, ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ პაციენტს კონსულტაციის საფასური არ გადაახდევინეს და მან ის თანხა გაჭირვებულ ადამიანს აჩუქა.
“ამ შემთხვევაში ეს სპონტანურად მოხდა, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ როგორც წესი გაჭირვებულ ადამიანებთან უფასო კონსულტაციებს ვატარებთ. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო. მოხდა ისე, რომ ახალგაზრდა პაციენტს კონსულტაციის ღირებულება არ გადავახდევინეთ და როდესაც სახლში დავბრუნდი დამხვდა შეტყობინება, რომელშიც მივიღე ვიდეო. ქვევით ეწერა, რომ “ბატონო ზაზა სიკეთე გადამდებია და თქვენ მე სიკეთე გადმომდეთ”.
გამიკვირდა, როდესაც ჩავრთე, ვნახე, რომ კონსულტაციის თანხა, რომელიც არ გადავახდევინეთ გოგონამ გაჭირვებულ ადამიანს აჩუქა. მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი, ასეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა. იმდენად დადებითი ემოციები მქონდა, რომ ამის სხვა ადამიანებისთვის გაზიარება მომინდა”, – იხსენებს ზაზა თელია.
ამავე თემაზე: