LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დათო დოიაშვილის დაბადების დღეა… ბევრჯერ „დაგვიხოცავს” ერთმანეთი, განსაკუთრებულად მიყვარს ერთი მიზეზის გამო…“ – რას იხსენებს ცნობილი თეატრმცდონე

173
ლაშა ჩხარტიშვილი დათო დოიაშვილი

დღეს ცნობილი ქართველი რეჟისორის დათო დოიაშვილის დაბადების დღეა. მას ამ დღეს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი განსაკუთრებულად ულოცავს და მადლიერებას გამოხატავს მისი და ნიკოლოზ რაჭველის მიმართ ცხოვრებაში მომხდარი ერთი ეპიზოდის გამო:

„დღეს დათო დოიაშვილის დაბადების დღეა!

ჩემი აზრით, გამორჩეული, უკიდეგანო ფანტაზიისა და განსაკუთრებული უნარების ქართველი რეჟისორის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ „დაგვიხოცავს” ერთმანეთი, განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემი სუბიექტური მიზეზი მაქვს: მგონი, მას არც ახსოვს ეს მიზეზი.

სტუდენტობის დროს პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარმადგინა თეატრალურმა (შევარდნაძის დროს). დიდი კონკურსი იყო. კომისიაში დავით დოიაშვილი და ნიკა რაჭველი იყვნენ. მე მათთვის სრულიად უცხო პერსონა ვიყავი. კონკურენტები კი ცნობილი და სახელგანთქმული ხელოვანები. მათი მხარდაჭერით გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიატი და შევიძინე პირველი პერსონალური კომპიუტერი (1800 ლარი მაშინ რა ფული იყო, ეჰ ) ჩემს სადარბაზოში პირველმა.

მადლიერი ვარ მათი.

ვუსურვებ დოის, ჯანმრთელობას, მხნეობას, შემოქმედებით წარმატებას და აღმაფრენას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები