LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ლიმიტი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს რუბლში გადმორიცხვაზე დაწესებული – გვენეტაძის პასუხი

32
კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში რუბლის გადმორიცხვაზე გარკვეული ლიმიტებია დაწესებული.

„რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ მიგრაციის ზრდასთან ერთად რუბლის შემოდინება სავალუტო ჯიხურებში გაიზრდებოდა. თუმცა რადგან ჩვენ ვხედავდით გარკვეულ რისკებს, საფინანსო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ ზომა, რომ როდესაც საუბარია რუბლში გადმორიცხვაზე, აქ ლიმიტია დაწესებული 2 ათასი დოლარის ექვივალენტის ფარგლებში და ამაზე მეტის გადმორიცხვა ერთ გადმომირიცხავს არ შეუძლია. ეს შეზღუდვა თავისთავად მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ შესაძლებელი იყოს ამ თანხის განაღდება, გადაცვლა და შემდეგ გატანა. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ საფინანსო სექტორს მყისიერად მოვთხოვეთ დაწესებული სანქციების დაცვა და ეროვნულ ბანკში სანქციების მონიტორინგის განყოფილებაც შევქმენით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ.

საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა სამჯერ გაიზარდა - IDFI

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს სავალუტო ჯიხურებმა 950 მილიონი რუბლი იყიდეს, რაც 45 მილიონი ლარის ტოლია. ეს თანხა წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

IDFI-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სავალუტო ჯიხურებში რუსული რუბლის ბრუნვა სამჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები