LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი: რუსეთი მესამე ქვეყნებიდან ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს

62
gre

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს.

ამის შესახებ რეზნიკოვმა Forbes-ის უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა რუსეთს მესამე ქვეყნების გავლით ტყვიაგამძლე ჟილეტებისა და ტანსაცმლის შეძენაზე უარი უთხრა.

“ფაქტები, რომლებსაც მე ვაკვირდები – ესაა რუსეთში “მობილიზაციის” ჩავარდნა, ამ სამხედრო კონტინგენტის უზრუნველყოფის ჩავარდნა. მათ შეკვეთები არ აქვთ. ჩვენს თურქ პარტნიორებთან ერთად ზუსტ ინფორმაციას ვფლობთ, რომ რუსები მესამე ქვეყნებიდან 200 000 ჯავშანჟილეტისა და 500 000 საზამთრო ტანსაცმლის კომპლექტის შეკვეთას ცდილობდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ სირთულეები აქვთ. სხვათა შორის, თურქეთმა მათ უარი უთხრა. ახლა წარმოიდგინეთ: ისინი ბაზრებში დარბიან და ფიქრობენ საიდან იშოვონ ჯავშანჟილეტები და ტანსაცმელი. მათ ჩავარდნა ექნებათ. ეს თოვლის გუნდაა და ის უკვე მიგორავს. ეს რუსეთის ფედერაციის არსებული რეჟიმის ჩავარდნაა, ისინი დაიწყებენ ვინმესთვის დაბრალებას, რადგან განტევების ვაცები სჭირდებათ, რეჟიმის ცვლილება იქნება”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები