Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რუსთავი 2″ „ფარული ვნების” გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2″ „ფარული ვნების” გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა

819
ფარული ვნმება 22

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“  2 500 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია.

კომუნიკაციის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა.

კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების შესაბამისად განთავსება დაავალა.

„რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქეებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ მიმართეს.

კომუნიკაციების კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალ „ფარულ ვნებას“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა არასათანადო კატეგორია,  რომელიც კანონის შესაბამისად სამაუწყებლო ბადეში 24 საათიდან უნდა განთავსდეს.

შეგახსენებთ, პირველი აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე, ახალი სერიალი „ფარული ვნება“, მძაფრი სიუჟეტითა და მოდის სამყაროს ინტრიგებით გადის. სერიალი 22 საათზე გადიოდა ეთერში.

ბრაზილიური ტელესერიალი, „ფარული ვნება“ ემის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი ფილმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები