LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული მამაკაცი, რომელიც მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა, ბრიტანელია – რა მოხდა „ორ ნაბიჯში“

115
ორი ნაბიჯი

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, მაღაზია „ორ ნაბიჯში“  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მან მაღაზიის თანამშრომლების შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, მამაკაცის გაღიზიანება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც დაინახა, რომ მაღაზიის თანამშრომელი მომხდარს იღებდა.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, მამაკაცი ბრიტანელი ტურისტია.

„ფორტუნას“ ორ ნაბიჯში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადების გაკეთებას არ გეგმავენ. ამასთან, ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ დაშავებული თანამშრომლების კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ.

შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, დაკავებულია ერთი მამაკაცი და გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები