პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველებზე წერს და აღნიშნავს, რომ ისინი, შესაძლოა, ომში რუსეთის მხარეს აღმოჩნდნენ.
ხუხაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რათა მოუწოდოს რუსეთში მყოფ ქართველებს – არ ჩაერთონ ომში და საქართველოში დაბრუნდნენ:
„ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, უამრავი რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი გვყავს.
იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის მობილიზაცია მათაც ეხებათ, შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის მხარეს ომში. შესაძლოა მალე ე.წ. „ქართული ბატალიონებიც“ ვიხილოთ.
კარგი, არაფრის გაკეთება არ გინდათ და ამ ქაოსს გვაყურებინებთ, რომელსაც ვითომ აკონტროლებთ…
ის მაინც გააკეთეთ, რომ მათ მოუწოდოთ, არ ჩაერთონ ომში, დაბრუნდნენ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.