LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ტრეინორი: სანამ ცნობილი გავხდებოდი, ბიჭები მეტ ყურადღებას მაქცევდნენ

86

მეგან ტრეინორმა პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მომღერალმა განაცხადა, რომ კვლავ მარტოა და ჯერ კიდევ ვერ შეხვდა ოცნების მამაკაცს.

„მარტოხელა ვარ. სინამდვილეში, სანამ ცნობილი გავხდებოდი, ბიჭები მეტ ყურადღებას მაქცევდნენ. ახლა ყველაფერი რთულად არის. პოპულარობის შემდეგ მამაკაცები არც კი მიყურებენ და თუ მიყურებენ, ეშინიათ მოსვლა და გაცნობა“, – აღიარა ტრეინორმა გამოცემა People-თან ინტერვიუს დროს.

რაც შეეხება ოცნების ადამიანს, ტრეინორი ლეონარდო დიკაპრიოს მსგავს მამაკაცთან შეხვედრაზე ოცნებობს.

რაც შეეხება ტრეინორის შემოქმედებით საქმიანობას, რამდენიმე კვირის წინ მან სიმღერაზე “No” კლიპი გამოუშვა (იხ. ბმული).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები