LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სფეროში საქმდებიან საქართველოში ყველაზე მეტად – როგორია jobs.ge-ს მონაცემები

77
Job search and career choice, magnifying glass searching people

2022 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 197%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევის შედეგებს პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) ავრცელებს. კვლევის თანახმად, 2022 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 5.5% შეადგინა. კვლევაში 2022 წლის აგვისტოში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.

PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 2 543 ვაკანსია საიტზე ლოჯისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუციის დარგში გამოცხადდა; მე-2 ადგილზეა – გაყიდვები/შესყიდვები – 2 074 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 1 542 ვაკანსია დაფიქსირდა.

ჩამონათვალში მოხვდა ასევე ფინანსები/სტატსიტიკა – 1 151 ვაკანსიით, ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება – 315 ვაკანსიით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები