LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არძინბამ და ლავროვმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

61
Untitled design (1)

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მედიის ინფორმაციით, ინალ არძინბასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მოსკოვში შეგდა.

„შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურების გამარტივებას.

უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები