LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოქვეყნდა

46
Qatar-Airways

პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების დასრულებისა და ტურიზმის აღდგენის შემდეგ, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო აქტიურდება. 

ბლუმბერგის ინფორმაციით, Skytrax World Airline-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მომხმარებლების ონლაინ გამოკითხვას ეფუძნება. ჩამონათვალში პირველ ადგილს, Qatar Airways იკავებს, მეორე ადგილზეა Singapore Airline, ხოლო მესამე პოზიციაზეა Emirates. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ავიაკომპანიებიც, როგორიცაა იაპონიის All Nippon Airways Co და ავსტრალიის Qantas Airways.

საუკეთესო ავიაკომპანიების TOP 10 ასე გამოიყურება:

  • Qatar Airways
  • Singapore Airlines
  • Emirates
  • All Nippon Airways (ANA)
  • Qantas Airways
  • Japan Airlines
  • Turk Hava Yollari (Turkish Airlines)
  • Air France
  • Korean Air
  • Swiss International Air Lines

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო სალონის მფლობელი ავიაკომპანიებიც. პირველი კლასის სალონის ლიდერი პოზიცია სინგაპურის ავიახაზებს ერგო, ხოლო ყატარმა საუკეთესო ბიზნეს კლასის სტატუსი მოიპოვა. Virgin Atlantic Airways-მა გაიმარჯვა პრემიუმ ეკონომიური სალონის ნომინაციაში, ხოლო Emirates-მა საუკეთესო ეკონომიური სალონისთვის.

გამოკითხვა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე ჩატარდა. რეიტინგში ჯამში 350-ზე მეტი ავიაკომპანია შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები