2022 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა. განახლებულ ინფორმაციას Colliers Insider Georgia აქვეყნებს.
რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა აქაც მომატებულია და მაჩვენებელი 11%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით არის განპირობებული. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.