LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი Tbilisi Gastro Week გაიმართება

29
კულტურა

Tbilisi Gastro Week – პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში 26 სექტემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ ამირანში გაიხსნება ფილმით: Michelin Stars: Tales from the Kitchen, რომელიც მოგვითხრობს ისტორიებს როგორც კულინარიული ტაძრების გრანდიოზული მენიუდან, ასევე მიშლენის გიდის მნიშვნელობაზე გასტრონომიის ოქროს ხანაში. ფილმს წარადგენს Kristian Brask Thomsen – ფილმის პროდიუსერი, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

პროექტის მიზანია Gastro Week-ის სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი – ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე – საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ.

საქართველოს ეწვევიან: ჟოაო ოლივეირა – პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი; მაურიციო ზილო – ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი; ჯანინა რუედა – ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი; მაკსუტ ასკარი – თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი; ვოლოდიმირ იაროსლავსკი – უკრაინა, კიევური Chef’s Table-ის ბრენდშეფი; კრისტიან ბრასკ ტომსენი – დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

4 და 6 კერძისგან შემდგარ, უნიკალური ვახშმებს, მსოფლიოში გამორჩეული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ: თეკუნა გაჩეჩილაძე, ირაკლი ასათიანი, მიშა ავსაჯანიშვილი, ერეკლე ღონღაძე, თამთა კიკალეიშვილი, გიორგი სარაჯიშვილი. თითოეულ კერძს სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.

26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისსა და კახეთში მოწვეული და ადგილობრივი შეფები დაუვიწყარ ვახშმებს შესთავაზებენ ფესტივალზე დამსწრებ საზოგადოებას.

30 სექტემბერს Tbilisi Gastro Week უკრაინის მხარდასაჭერ, საქველმოქმედო ვახშამს გამართავს. საქველმოქმედო ვახშმის წამყვანი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულებაა. შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინულ ფონდ “მისტო-სად”-ში.

უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ვახშამს უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი წარმოგვიდგენს.

კვირეულის ფარგლებში, 1-ელ ოქტომბერს, ცისკარში ჩატარდება ვორქშოფები ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები