Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თემო რეხვიაშვილი: „ფეისბუკის კომენტარებით შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემო რეხვიაშვილი: „ფეისბუკის კომენტარებით შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ“

137
BeFunky-collage (19)

რამდენიმე დღის წინ, პრემია საბა 2022 დასრულდა. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც უკვე მეოცედ ჩატარდა, ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს. მათ შორისაა მწერალი თემო რეხვიაშვილი, რომელმაც სამადლობელ სიტყვაში გამარჯვება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასულ საკუთარ და სხვის დედებსა და უმუშევრად დარჩენილ მამებს მიუძღვნა.

„რამდენიმე დღეში ამ ქვეყანას მეც დავტოვებ, მადლობა ემიგრანტ დედას, უმუშევარ მამას“ – „საბას“ გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი

მწერალმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნიდან თავადაც მიდის, რასაც მისივე თქმით, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” ისაუბრა.

„ფეისბუკის კომენტარებით ძალიან შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში.

ისე მოხდა თითქოს, რომ წინა პლანზე წამოვიდა ემიგრაციის თემა და არა ის მიზეზები, რაზედაც ვისაუბრე.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც გააზიარეს ფეისბუკზე, რაზედაც გამეცინა, რადგან რეალურად, ამაზე ლაპარაკი ოპოზიციის დღის წესრიგიც არ არის.

 

“დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ”, – თემო რეხვიაშვილი

? “Facebook-ის კომენტარებით შეწუხებული ვარ, ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით და მინდა კარგად განვმარტო: იქ დროის სატარებლად არ მივდივარ, მუშად მივდივარ”, – თემო რეხვიაშვილი

Posted by მე-17 სართული on Sunday, September 25, 2022

 

 

ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც მესამე ძალაზე საუბრობენ, ჩემთვის მეორეც არ არის მოსული, რადგან ის საკითხები, რაც რეალურად ადამიანებს აწუხებთ, ამაზე ოპოზიციის წევრები არ ლაპარაკობენ.

ამიტომ ჩემთვის ტოლობის ნიშანი აქვს მთავრობას და ოპოზიციას და არა თუ მესამე ძალას, არამედ მეორე ძალას ველოდები..

მომერიდებოდა ამაზე საუბარი, ეს რომ მხოლოდ ჩემი პრობლემა იყოს”, – აღნიშნა თემო რეხვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები