Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს

46
FECA6A7A-3A6F-4B83-93F3-E1010EF87EB4

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე, ალექსეი გრომოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე“, – განაცხადა გრომოვმა.

“რუსეთთან ომში 9 000 სამხედრო დავკარგეთ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვით ბრძოლებს განაგრძობენ და ტაქტიკურ პოზიციას აუმჯობესებენ.

უკრაინელებმა რუსების კუთვნილი ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

„თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას. ამრიგად, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული გადაჯგუფებისა და ბრძოლის მაღალი ხარისხით ორგანიზების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა.“– განაცხადა ალექსეი გრომოვმა.

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები